ამნისტია

ამნისტია
• ბერძნული სიტყვაა (amnestia), რაც ნიშნავს პატიებას. იგი წარმოადგენს გათავისუფლების შერეულ სახეს, რომლის მეშვეობითაც სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ისე სასჯელისაგან გათავისუფლება. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 22 ივლისს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტების თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტია შეიძლება იყოს საერთო (მთლიანი) ან ნაწილობრივი. საერთო ამნისტია ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული. ნაწილობრივი კი ეხება პირთა მხოლოდ იმ განსაზღვრულ კატეგორიას, რომლებიც გათვალისწინებულია ამნისტიის აქტით. საერთო წესის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ დანაშაულზე, რომელიც დამთავრდა ამნისტიის აქტის იურიდიული ძალის შეძენის მომენტამდე. საკანონმდებლო ორგანო, რომელიც აცხადებს ამნისტიას, ძირითადად შედგება არაიურისტებისაგან, რომლებიც დაცილებული არიან სამართლის გამოყენების პრაქტიკას. ხშირად ამნისტია შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართლიანად და ჰუმანურად. მაგალითად, ზოგჯერ სასჯელისაგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ, როდესაც ამნისტიის აქტი არ ეხებათ საშუალო სიმძიმის დანაშაულისათვის მსჯავრდებულთ. გარდა ამისა, საფუძველი, მისი მიღების წესი და სხვა კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული და ერთგვარად თვითნებური ხასიათისაა. ამნისტიას, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ აქტს, აქვს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები: ყველა შემთხვევაში იგი ნორმატიული ხასიათისაა, ანუ ვრცელდება ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ, ასევე ეხება სისხლის სამართლის საქმეების განუსაზღვრელ რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რა პროცესუალურ სტადიაზეა ისინი; მისი გამოცხადების ინიციატივა ყოველთვის სახელმწიფო ორგანოდან მოდის; ამნისტიას აქვს საერთო-სავალდებულო ხასიათი როგორც სამართლებრივი ორგანოებისათვის, ასევე თვით ამნისტირებულთა მიმართ. ერთადერთი გამონაკლისი არის ის შემთხვევა, როდესაც პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოითხოვს მისი საქმის სასამართლოს მიერ გადასინჯვას. ამნისტიის აქტი ქმნის მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს, განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც იგი ეხება, აგრეთვე მისი გამოყენების პირობებსა და წესს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სასჯელისაგან გათავისუფლების იურიდიულ საფუძველს კი წარმოადგენს სამართლის ნორმათა გამოყენების ინდივიდუალურად განსაზღვრული აქტი: სისხლის სამართლის საქმეზე საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება და სხვა.
Source: ნანობაშვილი ზაზა. ამნისტიისა და შეწყალების სამართლებრივი ბუნება // ალმანახი №13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.,
• (ბერძ. amnestia დავიწყება /დანაშაულისა, წყენისა/, პატიება) - დამნაშავის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე, მსჯავრდადებულის გათავისუფლება სასჯელისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ, ან საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრულ პირთა მიმართ.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005 - 271გვ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "ამნისტია" в других словарях:

  • საგადასახადო ამნისტია — წარმოადგენს საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფისკალურ მექანიზმს. საგადასახადო ამნისტიის პირველადი დანიშნულებაა გადასახადების ამოღების სწრაფი გაუმჯობესება. ამან შესაძლოა, ან გაამართლოს, ან არა, რადგან გადასახადების გადამხდელებს შეექმნებათ ილუზია მომავალი… …   Georgian encyclopedia

  • სადამსჯელო ამნისტია — გადასახადებისაგან თავის არიდების გამო გასამართლებული ინდივიდებისათვის სასჯელის შემსუბუქება. პირველი ტიპის ამნისტია აქტიურად გამოიყენებოდა შეერთებულ შტატებში, მაშინ როდესაც მეორე სახის ამნისტია გამოიყენებოდა იტალიაში (ხუთი ამნისტია 1973 და 1984… …   Georgian encyclopedia

  • საგამოძიებო ამნისტია — გადასახადების გადამხდელებისათვის მიცემული შესაძლებლობა, ფინანსური ამნისტიის საფასურის დაფარვის შედეგად, გათავისუფლდნენ აუდიტური შემოწმებისაგან. პრინციპში, ეს არის შეთავაზება, არ გამოიძიონ გადასახადების გადამხდელების დასაბეგრი დაფარული საშემოსავლო …   Georgian encyclopedia

  • ამნისტიის ხარჯები — ამნისტია წარმოქმნის მცირე და გაზვიადებულ „ამნისტიურ“ შემოსავლებს; ამცირებს პოსტამნისტიურ პერიოდში გადასახადების გადახდას იმ პატიოსანი გადამხდელებისაგან, რომლებიც ამნისტიას მიიჩნევენ უსამართლოდ, იმ ინდივიდებისაგან რომლებიც არიან ნაკლებად… …   Georgian encyclopedia

  • საერთაშორისო ამნისტა — საერთაშორისო ამნისტია არის საწევრო ორგანიზაცია, რომელიც მუდმივ თანამშრომლებთან ერთად ეყრდნობა ათასობით მოხალისის მუშაობას მთელ მსოფლიოში. (www.amnesty.org) 1961 წ. დაარსებული საერთაშორისო ამნისტია იბრძვის ყველა სინდისის პატიმრის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»